ჯოკერი
ბოტებთან
სავარჯიშო თამაში: ქულა და ისტორია არ იწერება
- 4 მოთამაშე, 36 კარტი: შავი ექვსიანების ადგილას 2 ჯოკერია.
- 1–8 კარტიან ხელში კოზირი გახსნილი კარტის ბუნებაა (ჯოკერი — კოზირის გარეშე). 9 კარტიანში პირველი ხელის დამწყები მოთამაშე პირველი 3 კარტით ასახელებს კოზირს.
- თითოეული ამბობს, რამდენ ხელს აიღებს. ბოლო დამკვეთს არ შეუძლია ისეთი რიცხვის თქმა, რომ ჯამი კარტების რაოდენობას გაუტოლდეს.
- მასტი სავალდებულოა; მასტის გარეშე კოზირი უნდა დადო; ჯოკერის დადება ყოველთვის შეიძლება.
- მოჯოკვრა — ჯოკერი ყველაფერს იღებს. გატანება — ჯოკერი ხელს არ იღებს. ჯოკერით შესვლისას მასტს ასახელებ (მოჯოკვრაზე სხვებმა ამ მასტის უმაღლესი უნდა დადონ).
- ქულები: ზუსტი დაკვეთა (დაკვეთა+1)×50; ყველა ხელზე დაკვეთა ×100; პასი 50; ჩავარდნა 10 თითო ხელზე; ხიშტი — ჯარიმა.
- თითო სვლაზე 40 წამია; ზედიზედ ორჯერ გამოტოვებისას თამაშიდან გამოგრიცხავენ.
